ფეხბურთი

23:23 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ არ მეძინა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მათ წილისყრაში არ გაუმართლათ, მაგრამ თუ ტურნირის მოგება სურთ, მაშინ ყველას წინააღმდეგ უნდა ითამაშონ.

„ეს არის ტურნირი, რომელიც რა თქმა უნდა, გვაინტერესებს. მომდევნო დერბი ერთ თვეშია, მანამდე კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი თამაშია, შესაბამისად, ეს მხოლოდ იტალიის თასის მატჩია, მეოთხედფინალი, რომელსაც ვცდილობთ, რომ საუკეთესოდ მივუდგეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბოლომდე მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, წილისყრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ თუ იტალიის თასის მოგება გვინდა, ყველას უნდა ვეთამაშოთ.

„ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ არ მეძინა, რადგან თამაშს თავიდან ვუყურე და რადგა, ვფიქრობ, რომ თამაშის მეორე დღეს გუნდთან კომუნიკაცია ჩემი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვენლოვანია. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს და ხშირად ვთამაშობთ, აქედან გამომდინარე კომუნიკაცია დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მე გავაკეთე ჩემი შეფასებები და მეორე დღეს გუნდს გავაცანი“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი 26 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.112705