ფეხბურთი

18:01 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა სერხიო რამოსს ფანტასტიკური პირობები შესთავაზოს

მადრიდის „რეალის“ კაპიტან სერხიო რამოსს „პარი სენ ჟერმენი“ იწვევს და საოცარ პირობებსაც სთავაზობს. როგორც ეპანური მედია იტყობინება, ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა ესპანელ ვარსკვლავს 45-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

პსჟ მზადაა რამოსი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და სეზონში 15 მილიონი ევრო გადაუხადოს 2024 წლის ზაფხულამდე. ამრიგად, სერხიო სამ წელიწადში 45 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ცხადია თუ ფრანგულ წინადადებას მიიღებს.

სხვათა შორის, ეს ორმაგი შეთავაზებაა, ვიდრე „რეალი“ მისთვის გადახდას აპირებს. ესპანელ მცველს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს და 668 შეხვედრაში 100 გოლი აქვს გატანილი.

0.115496