ლიგა ენდესას მე-20 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ სტუმრად "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა და 21-ქულიანი სხვაობით 102:81 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში 3-მატჩიანი უთამაშებლობის შემდგომ პარკეტზე ქართველი კალათბურთელი გამოჩნდა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 15:38 წუთი ითამაშა რა დროშიც: 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო.
ყველაზე მეტი შედეგიანობით „ფუენლაბრადას“ კალათბურთელი ლეონარდო მეინდლი გამოირჩა. ბრაზილიელმა 32:28 წუთში 28 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გამოდგა.
გრან კანარიას 7 მოგების საპირისპიროდ 13 მარცხი დაუგროვდა და მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 იანვარს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.