იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „მილანმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და 0:3 წააგო. მატჩის მიმდინარეობისას ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და დუვან ძაპატას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ცხადია ტელეკამერებს არ გამორჩენიათ.
შედეგად, შვედი და კოლუმბიელი მოთამაშეების სიტყვები ადვილად გაშიფრეს: „არ შეგიძლია თამაშის პენალტის გარეშე დასრულება, მე-13 გინდა?“,- უთხრა ძაპატამ იბრას. ცნობისთვის, "როსონერის" მიმდინარე სეზონში 12 თერთმეტმეტრიანი აქვს შესრულებული, რაც სხვა გუნდების შედეგზე ორჯერ მეტად აღემატება. კოლუმბიელის რეპლიკა კი, ცხადია, ზლატანის ცინიკურ პასუხს არ დაუგვიანია:
„რაზე ლაპარაკობ? მე უფრო მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ კარიერაში თამაში გაქვს ჩატარებული“, - უპასუხა სკანდინავიელმა.
სხვათა შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის განცხადება სრულად სიმართლეა: შვედს კარიერაში 498 გოლის აქვს გატანილი, ხოლო ძაპატას ანგარიშზე 371 თამაშია... აქვე გეტყვით, რომ „მილანი“ „ატალანტასთან“ უშანსო მარცხის მიუხედავად, ზამთრის ჩემპიონი გახდა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს.