პოლონელი თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი „ნაპოლის“ დაემშვიდობა. კარიერას ის ფრანგულ „მარსელში“ გააგრძელებს.
„ნეაპოლში ოთხი წლის წინათ ჩამოვედი. არასოდეს დამავიწყდება პირველი შთაბეჭდილება. ეს ქალაქი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანებზე. თავს შინაურულად გაგრძნობინებს.
ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ მიტირია. ეს ტკივილის და სიხარულის ცრემლები იყო. სინანულისა როცა ასე ახლოს ვიყავით ჩემპიონობასთან და ვერ შევძელით, სიხარულისა კი იტალიის თასის ფინალური მატჩის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში უცვლელი რჩებოდა მხოლოდ ერთი - ნეაპოლის მცხოვრებთა ჩემდამი თბილი დამოკიდებულება.
თქვენ ტაშს მიკრავდით, იცოდით ჩემი სახელი. ელოდით ტრავმის შემდეგ ჩემს დაბრუნებას. მაკრიტიკებდით, მაგრამ ყოველთვის გვერდით მედექით. თან მიმაქვს ამ ქალაქის ნაწილი და ის სითბო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. გეხვევით ყველას!“ - ციტირებს მიკლიკის სიტყვებს Football Italia.