იტალიურ „რომაში“ სტეფან ელ შაარავი ბრუნდება. 28 წლის ფეხბურთელი დღეს რომში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ელ შაარავი ჩინურ „შანხაი შენჰუასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უბრუნდება.
იტალიელი შემტევი „რომაში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და 139 მატჩში 40 გოლი გაიტანა. შემდეგ ჩინეთში გადაინაცვლა, სადაც მხოლოდ 16 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. ელ შაარავის სხვადასხვა დროს „ჯენოაში“, „პადოვაში“, „მილანსა“ და „მონაკოში“ უთამაშია. იტალიის ნაკრების მაისურით კი მას 28 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.