ჩოგბურთი

22:26 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ATP-ის თასი: ჯგუფები ცნობილია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის 2021 წლის თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 12 ქვეყნის ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერბეთი A ჯგუფში გერმანიას და კანადას დაუპირისპირდება. სერბეთის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო გერმანიის - ალექსანდრ ზვერევი. კანადის ნაკრებში პირველ ნომრად დენი შაპოვალოვია განთესილი.

B ჯგუფში ესპანეთი, საბერძნეთი და ავსტრალია იასპარეზებენ. ესპანეთს რაფაელ ნადალი ულიდერებს, საბერძნეთს - სტეფანოს ციციპასი, ხოლო ავსტრალიას - ალექს დე მინორი.

C ჯგუფში ავსტრია, იტალია და საფრანგეთ მოხვდნენ. ავსტრიის იმედი მსოფლიოს ნომერ მესამე ჩოგბურთელი დომინიკ ტიმია, იტალიის მარკო ბერეტინი ულიდერებს, ხოლო საფრანგეთს - გაელ მონფისი.

D ჯგუფში რუსეთი, არგენტინა და იაპონია მოხვდნენ. რუსეთის პირველი ნომერი შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, არგენტინის - დიეგო შვარცმანი, ხოლო იაპონიის - კეი ნიშიკორი.

ATP-ის თასი 1-5 თებერვალს გაიმართება. თითოეულ ნაკრებში ოთხი ჩოგბურთელია და დაპირისპირების პერიოდში ორი ერთეულთა თანრიგის მატჩი და ერთი წყვილთა შორის შეხვედრა გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ.

ATP Cup-ის გარდა, ამავე დღეებში მელბურნ პარკში Great Ocean Road-ის და Murray River-ის ღია ტურნირებიც ჩატარდება. ასოციაციამ აღნიშნული ტურნირები სპეციალურად დაამატა, რათა ჩოგბურთელებმა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მომზადება სათანადოდ მოასწრონ.

თეგებიATP Cup
0.113645