ფეხბურთი

13:50 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ვეცდები გოლი ოფიციალურ მატჩშიც მალე გავიტანო"

ვოლგოგრადის „როტორი“ თურქეთში შეკრებაზე პოლონურ „იაგელონიას“ (1:1) დაუზავდა და გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ ქართველმა შემტევმა კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

„პირველი მატჩისთვის კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ კარგად ვმუშაობთ. შეკრებაზე პირველი თამაში ყოველთვის რთულია. შემეძლო მეორე ტაიმიც მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა ორი შემადგენლობა ათამაშა. როდის გავიტან ოფიციალურ მატჩში? ვეცდები ეს სეზონის განახლებისთანავე გავაკეთო.

„რუბინთან“ სპარინგი? რა თქმა უნდა პრინციპული თამაში იქნება, მაგრამ ეს მაინც ამხანაური შეხვედრაა. 26 თებერვალს, „ტამბოვთანაც“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. „იაგელონია“ კი კარგი, ძლიერი გუნდია, ეს მათთვის შეკრებაზე ბოლო თამაში იყო და პოლონეთში სეზონი უკვე იწყება, რაც ნიშნავს, რომ ფორმაში უფრო არიან, ვიდრე ჩვენ“, - თქვა დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დავითაშვილისთვის პოლონური გუნდის წინააღმდეგ გატანილი გოლი „როტორის“ მაისურით სადებიუტი იყო.

0.600671