ფეხბურთი

15:49 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ „ფლუმინენსეს“ 19 წლის ფეხბურთელს გაიფორმებს

მომავალ ზაფხულს „ატლეტიკო“ ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ 19 წლის თავდამსხმელის, მარკოს პაულოს ყიდვას აპირებს - გვამცნობს Goal.

პაულო მადრიდულ კლუბში შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს, თუმცა თავად მოთამაშე იმედოვნებს, რომ მისი კლუბი გარკვეულ კომპენსაციას მაინც მიიღებს.

„ატლეტიკოსთვის“ პაულო საკუთრივ მისი უნარების გარდა, იმითაც არის საინტერესო, რომ პორტუგალიური პასპორტი აქვს, რაც ევროკავშირელის სტატუსით მისცემს ასპარეზობის უფლებას.

თავდამსხმელი პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებშიც თამაშობს, სადაც 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

0.121192