ფეხბურთი

15:18 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ტიტულებით ჩავის გაუთანაბრდა

„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, წუხელ თავის კლუბს იტალიის სუპერთასის მოპოვებაში დაეხმარა. „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ 2:0 მოუგო და ერთი ბურთი პორტუგალიელმა გაიტანა.

რონალდუსთვის ეს 33-ე ჯილდო აღმოჩნდა კარიერაში. ამ მაჩვენებლით ის „ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველს, ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა. საერთო ჩამონათვალში ისინი მეათე ადგილს იყოფენ.

აქვე 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სია

1 დანი ალვეში - 42 ტიტული

2-3 ანდრეს ინიესტა, მაქსველი - 37

4-5 ლიონელ მესი, რაიან გიგზი - 36

6 კენი დალგლიში - 35

7-8 ჟერარ პიკე, ვიტორ ბაია - 34

9-10 ჩავი ერნანდესი, კრიშტიანუ რონალდუ - 33

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125773