ფეხბურთი

12:23 | 21.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა

ბუნდესლიგის პირველი წრის ბოლო, მე-17 ტურში, მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად აუგსბურგი დაამარცხა. ერთადერთი ბურთი მე-13 წუთზე პენალტით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

Gracenote Live გვამცნობს, რომ ეს პოლონელი ფორვარდის 22-ე გოლი იყო ბუნდესლიგის პირველ წრეში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მანამდე რეკორდი ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნოდა (21).

0.114939