ფეხბურთი

23:30 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის მდგომარეობა ცნობილია: უახლოეს პერიოდში თამაში შეეძლება

თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია და ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. „ანორთოსისმა“ დღეს საკუთარ ვებგვერდზე განცხადბა გაავრცელა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი.

ოქრიაშვილმა სირბილი დაიწყო და სავარაუდოდ უახლოეს ორ კვირაში სრული დატვირთვით დაბრუნებასაც მოახერხებს.

„ფეხბურთელი 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩში დაშავდა, მაგრამ გააგრძელა ვარჯიში თავის ეროვნულ გუნდთან ერთად მომდევნო ორი მატჩის თამაშის გარეშე. კვიპროსში დაბრუნების შემდეგ MRI გამოკვლევა გაიარა (20 ნოემბერს), სადაც ნაჩვენები იყო მარჯვენა მუხლის მწვავე შეშუპება. თავდაპირველი შეფასებით მას 4 კვირს უნდა ეუქმა. „აპოლონთან“ მატჩის წინ (3 იანვარს) გუნდთან ერთად ივარჯიშა, განაცხადშიც შეიყვანეს, მაგრამ დისკომფორტი იგრძო და ვერ ითამაშა.

ფეხბურთელმა ახალი მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია გაიკეთა (19 იანვარს), რამაც აჩვენა, რომ ტრავმა დიდწილად მოშუშებულია და უახლოვდება ვარჯიშში დაბრუნებას. 20 იანვარს მან მოედანზე სირბილი დაიწყო და სავარაუდოდ მომავალ ვკირაში ტემპს გაზრდის. სრული აღდგენის პერიოდი ორ კვირადაა შეფასებული.

გასულ დღეებში მან მწვრთნელებსა და ხელმძღვანელობას დაუდასტურა დიდი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს და გუნდს დაეხმაროს. აღნიშნა, რომ თავს ბევრად უკეთესად გრძნობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილმს მიმდინარე სეზონში „ანორთოსისის“ მაისურით ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან ერთი ევროპა ლიგაზე. კვიპროსის ჩემპიონატში „ოქრიმ“ 4 გოლის გატან მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118167