ფეხბურთი

10:58 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "მდგომარეობა შემაშფოთებელია, ალბათ თვითკმაყოფილებამ იმოქმედა"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა „ლესტერ სიტისთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინგლისელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის შემაშფოთებელია და გუნდის კრიზისი თვითკმაყოფილებას მიაწერა. ფრენკის აზრით, მუშაობაა საჭირო, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიონ.

„წავაგეთ გუნდთან, რომელიც უკეთესი იყო. ჩვენზე მეტი ირბინეს და ფორმაში იყვნენ, ჩვენ - არა. პირველი გოლის გაშვება იმედგაცრუებაა, მეორეზე კი უბრალოდ კარგად ვერ ვითამაშეთ. „ფუჰლემთან“ კარგად თამაშის გარეშე მოვიგეთ, მაგრამ ამჯერად დავმარცხდით და ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. შეშფოთებული ვარ ასეთი ვარდნით - სწრაფად დავკარგეთ ის ფორმა, რომელშიც ვიყავით. 8 თამაშიდან 5 წავაგეთ და ეს ნამდვილად არ არის ის, რაც გვინდოდა.

ამ მდგომარეობიდან გასმოვლას ხასიათი სჭირდება. ბიჭები განაწყენებულები არიან, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ეს მათთვის შესანიშნავი გაკვეთილია. დეკემბერში ძალიან კარგ ფორმაში ვიყავით, მეორე ადგილს ვიკავებდით და ლიდერს 2 ქულით ჩამოვრჩებოდით. ალბათ, თვითკმაყოფილებამ იმოქმედა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მუშაობაა. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია შემაშფოთებელია, უკმაყოფილოები ვართ. მოთამაშეებმა თავი მაღლა უნდა ასწიონ, მაგრამ არ უნდა დახუჭონ თვალები და ხელახლა უყურონ ამ თამაშს იმის გასაგებად, რომ გუნდური ენერგია არ გვქონდა“, - თქვა ლამპარდმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ 19 ტურის შემდეგ 29 ქულით მერვე ადგილზეა. ლონდონურმა გუნდმა ბოლო 8 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა და ხუთჯერ დამარცხდა.

0.113577