„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „კალიარისთან“ (2:0) გამარჯვებისა და შესრულებული დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც 39 წლის შვედმა განაცხადა, მისი თავის სჯერა. ასევე მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერზე ისაუბრა.
„კიდევ ერთი გოლი უნდა გამეტანა, მაგრამ ორიც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. 57 დღის განმავლობაში არ მითამაშია, რთული მატჩი იყო, 10 ფეხბურთელით როდესაც დავრჩით, კიდევ უფრო მეტად. ეს ახალგაზრდები მიწვევენ სირბილში და სტიმულს მაძლევენ. მე უნდა დავამტკიცო, რომ მათ მსგავსად შემიძლია სირბილი.
მკაცრი კალენდარი გველოდება. მეიტე მოვიდა და ახლა მანჯუკიჩი მოდის, ასე უკეთესია მწვრთნელისთვის, რომელსაც მეტი არჩევანი ექნება. მანჯუკიჩის გამო ბედნიერი ვარ, ახლა ჩვენ ორი უფრო მეტად შევაშინებთ მეტოქეებს.
სკუდეტოს მოგების თუ მჯერა? ჩემი თავის მჯერა, ზლატანის მჯერა. რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, პაოლოზეა (მალდინი) დამოკიდებული. „მილანში“ ბედნიერი ვარ, ამ დაბრუნებამ ძალიან შემცვალა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, „მილანი“ 43 ქულით ლიდერობს სერია A-ს და 3 ქულით უსწრებს „ინტერს“, ხოლო იბრაჰიმოვიჩმა 8 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება (3 გოლით).