ფეხბურთი

18:40 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძემ "როტორში" სათამაშო ნომერი აირჩია

ვოლგოგრადის „როტორში“ გიორგი არაბიძეს სათამაშო ნომერი გადასცეს. 22 წლის ქართველი შემტევი რუსული გუნდის ღირსებას 21-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც მას დღევანდელ ვარჯიშზე ოფიციალურად გადასცეს.

ცნობისთვის, „როტორში“ ზურიკო დავითაშვილი 77 ნომერია, სოლომონ კვირკველია 33, ხოლო ბექა მიქელთაძე - 9.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე „როტორში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და მისი სატრანსფერო უფლებები პორტუგალიურ „ნასიონალს“ ეკუთვნის. მანამდე ქართველ ფეხბურთელს თბილისის „ლოკომოტივში, დონეცკის „შახტარსა“ და თურქულ „ადანასპორში“ უთამაშია.

0.117611