„დინამო თბილისის“ სერბმა ლეგიონერმა ზორან მარუშიჩმა კლუბის პრესსამსახურთან პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. 27 წლის ფეხბურელის განცხადებით, მას სერბმა მეგობრებმა ურჩიეს, რომ „დინამოს“ წინადადებას დათანხმებულიყო.
„დინამოს“ შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ გავიდა, როდესაც ევროპა ლიგაზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდა. ჩემს რამდენიმე მეგობარს ვკითხე აზრი და მათ მითხრეს, რომ ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა. ასე რომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნის გამო. ჩემს ემოციებს რაც შეეხება, ყველაფერი საუკეთესოა, როცა აქაურობა ვნახე, ყველაფერი შესანიშნავია.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოს ეტაპზე საკმაოდ მაღალი დონეა და რაც უფრო მეტ ეტაპს გაივლი, დონეზეც უფრო მატულობს. გარდა ამისა, მინდა ჩემპიონატი ისევ მოვიგოთ, რაც ჩემთვის პირველი იქნება“, - აღნიშნა მარუშიჩმა.
შეგახსენებთ, ზორან მარუშიჩი გასულ სეზონში „ნემანის“ ღირსებას იცავდა და ბელარუსის ჩემპიონატის 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.