ფეხბურთი

21:57 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იოზილის თურქულ გუნდში ტრანსფერი გადაწყდა და თვითონ დაადასტურა

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ლონდონის „არსენალთან“ კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა და კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ გვერდზე პროფილის ფოტო განაახლა - „ფენერბახჩეს“ საკლუბო ფერებში.

იოზილს თურქეთში დღეს ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

„ძალიან აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ. „ფენერბახჩეს“ ვგულშემატკივრობ და ღმერმა მომცა ეს შანსი, რომ მისი მაისური ჩავიცვა. ყველაფერს გავიღებ. დღეს სათამოს ოჯახთან ერთად სტამბოლში ვიქნები“, - თქვა გერმანელმა.

მესუთ იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობდა (254 მატჩი, 44 გოლი), მაგრამ 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მოედანზე არ გასულა, რადგან მიკელ არტეტამ გუნდიდან მოკვეთა.

ლონდონური გუნდის გარდა, იოზილმა გელზენკირხენის „შალკეში“ (39 მატჩი, 1 გოლი), ბრემენის „ვერდერსა“ (108 მატჩი, 17 გოლი) და მადრიდის „რეალში“ (159 მატჩი, 27 გოლი) ითამაშა. გერმანიის ნაკრების მაისურით (92 მატჩი, 23 გოლი) კი 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

0.112567