ფეხბურთი

17:23 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული, პრემიუმ ხარისხის მინდვრის საფარი დაიგება (+VIDEO)

ბათუმის სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობის სამუშაოები იწყება, რომელსაც გამოცდილი ბრიტანული კომპანია SISPITCHES-ი შეასრულებს. ეს იქნება პრემიუმ კლასის ჰიბრიდული მინდვრის საფარი, რომლის დარი ამიერკავკასიაში მხოლოდ ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზეა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია SISPITCHES-ს მსგავსი სამუშაოები 100-ზე მეტ სტადიონზე აქვს შესრულებული, მათ შორის „სან სიროზე“ და „კამპ ნოუზე“. სამუშაოების ფინანსურ ხარჯებს სრულად სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დაფარავს.

მინდვრის ჰიბრიდული ზედაპირი ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც მოედანზე ბუნებრივ ბალახთან ერთად ეწყობა და მის სიმტკიცეს, რამდენიმეჯერ გაზრდილ ცვეთამედეგობას და სეზონურობის მიმართ სტადიონის მდგრადობას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ბათუმში უეფას სტანდარტების მეოთხე კატეგორიის სტადიონი გასული წლის მიწურულს გაიხსნა, მაგრამ მინდვრის საფარს პრობლემები აღმოაჩნდა. ბათუმის სტადიონზე „დინამო ბათუმი“ ახალი სეზონიდან საშინაო მატჩებს ჩაატარებს. გარდა ამისა, არენა 2023 წლის ზაფხულში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის რამდენიმე თამაშს და მათ შორის ფინალს უმასპინძლებს.

0.115544