ფეხბურთი

16:36 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო "ინტერის" ფეხბურთელით მოხიბლულია: "წარმომიდგენია ერთად როგორ ვითამაშებდით"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ Gazzetta Dello Sport-თან „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. სამხრეთამერიკელი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია „ნერაძურის“ მაროკოელი მცველის, აჩრაფ ჰაკიმის თამაშით.

„მილანი“ შემტევ, სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და ხარისხიანი მოთამაშეები ჰყავს. ბრაჰიმოვიჩი? ის ყოველთვის ამბობდა, რომ მისი კუმირი ვიყავი, მე შემიძლია ვთქვა, რომ უნიკალურია, ფეხბურთის კარგი მაგალითი.

კრიშტიანუ? ის განსხვავებული ფეხბურთელია იმასთან შედარებით, როგორც „რეალში“ თამაშობდა. საკუთარი თავის მართვა ისწავლა, მაგრამ ერთი რამ ჩემთვის იდენტურია: შეუძლია მთელი თამაში ჩრდილში დარჩეს და შემდეგ ერთ წუთში ყველაფერი გადაწყვიტოს. მას ყოვლეთვის მოსწონდა მნიშვნელოვან თამაშებში მონაწილეობის მიღება.

არ ვამბობ, რომ „ინტერი“ სკუდეტოს ნამდვილად მოიგებს, მაგრამ ამისთვის ყველაფერი აქვს. ჰყავს მწვრთნელი, რომელიც თავის გუნდებს აკონტროლებს, ზუსტი იდენტობის გუნდი, ჰაკიმისნაირი არაჩვეულებრივი მოთამაშე, ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი „ინტერში“ ბოლო 10 წლის განმავლობაში. ახლა ხშირად ვფიქრობ: ერთად როგორ და რა სისწრაფით ვითამაშებდით. „იუვენტუსი“ კი ძლიერია, მაგრამ „ინტერს“ შეუძლია წელს ჩემპიონობა“, - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 17 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.114876