ფეხბურთი

10:27 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ფრანგი ნახევარმცველი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ „ტორინოდან“ ფრანგი ნახევარმცველი სუალიო მეიტე დაიმატა. მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „როსონერის“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ტრანსფერის ღირებულებამ მთლიანობაში 10 მილიონ ევრო შეადგინა. სეზონის ბოლომდე იჯარის ფასი ნახევარი მილიონი ევროა, გამოსყიდვის უფლების საფასური 8 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ბონუსი 1.5 მილიონ ევროს.

სუალიო მეიტე „ოსერის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „ლილში, ბელგიურ „ზულტე ვარეგემში“, „მონაკოსა“ და „ბორდოში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. ტურინულ გუნდში მეიტემ 94 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.146898