ინგლისის ჩემპიონატის 2020 წლის დეკემბრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად "ასტონ ვილას" დამრიგებელი დინ სმიტი დაასახელეს. დინი გასულ წელს სექტემბერსა და ნოემბერში იყო ნომინირებული, თუმცა მაშინ კარლო ანჩელოტიმ და ნუნუ ესპირიტუ სანტუმ აჯობეს.
დეკემბერში ბირმინგემელებმა ხუთი შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც სამი მოიგეს, ხოლო ორი ფრედ დაასრულეს. გასულ თვეს "ასტონ ვილამ" "კრისტალ პალასი" (3:0), "ვესტ ბრომვიჩი" (3:0) და "ვულვზი" (1:1) დაამარცხეს, ხოლო ფრე "ჩელსისთან" და "ბარნლისთან" ითამაშეს. პრემიერლიგაში სმიტის გუნდმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 26 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.