„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ რამდენიმე თვის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც ყოფილი თანაგუნდელი ფელიპე მელო გააკრიტიკა და ყველაზე უარყოფით ადამიანად მოიხსენია.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კი დღეს Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა ჯორჯოს შესახებ და თქვა, რომ მას ეთიკა არ გააჩნია.
„ის „იუვენტუსის“ დროშაა, სამწუხაროდ ყოველთვის ცუდადაა და სტაბილურად ვეღარ თამაშობს. ფეხბურთში რაც გასახდელში ხდება, იქ რჩება. მის თანაგუნდელებს, ეროვნულ გუნდსა და კლუბში უნდა ეშინოდეთ და მისი ნდობა არ შეიძლება. თუ უკვე ისაუბრა ეროვნულ ნაკრებში ის თანაგუნდელზე (მარიო ბალოტელიზე - რედ), იქნებ, ხვალ იმაზე ისაუბროს, ვისთანაც დღეს თამაშობს.
ბრაზილიაში ამას ეთიკას ვეძახით და თუ მას ეს არ გააჩნია, მისი პრობლემაა. მე ეთიკა მაქვს და ამიტომ, მასზე ცუდად არ ვლაპარაკობ. ფაქტობრივად ვგულშემატკივრობ, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ჯილდოს მოიგებს, რომელიც არ აქვს. მაგრამ მე ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ცუდად ვისაუბრო იმ ადამიანზე, ვინც ჩემთან თამაშობდა. ეს ეთიკის საკითხია.
რას აღარ გავაკეთებდი? ყველაფერი, რაც არასწორად გავაკეთე, ჩემთვის სკოლა იყო, მაგრამ, არ ვიცი, ალბათ კიელინის ვახშამს აღარ შევთავაზებდი“, - თქვა ფელიპე მელომ.
შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი და ფელიპე მელო „იუვენტუსში“ ერთად 2009-2011 წლებში თამაშობდნენ. ბრაზილიელმა მას შემდეგ არაერთ გუნდში ითამაშა, მათ შორის, სტამბოლის „გალათასარაისა“ და მილანის „ინტერში“.