კალათბურთი

14:06 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ბერიშვილის მორიგი შედეგიანი თამაში ყატარში

ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მიხეილ ბერიშივილის „ალ შამალი“ „ალ გარაფას“ დაუპირისპირდა და უბრძოლველად, 58:78 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 35 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ბერიშვილმა 8-დან 5 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20 აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილმა 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბოლო წუთებში თამაშს გამოეთიშა. „ალ შამალი“ 8 მოგებით და 4 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

0.12013