ტულას „არსენალის“ ფეხბურთელმა გია გრიგალავამ რუსული კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა. ქართველი მცველის განცხადებით, გუნდმა პირველ წრეში სათანადო შედეგები ვერ აჩვენა და სეზონის მეორე ნაწილში ყველაფერი უნდა გამოასწორონ.
„ეს იყო ყველაზე უცნაური წელი, არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, კორონავირუსმა ალბათ ყველაზე იმოქმედა. ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ჩემი ნათესავები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან - ეს უკვე დიდი სიხარულია. იმედი მაქვს, რომ 2021 წელი ყველა ადამიანისთვის სხვაგვარად იქნება საქმე, ბევრად უკეთ. ფეხბურთს რაც შეეხება, ჩემპიონატის პირველ ნაწილში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ჩვენგან გულშემატკივრები ელიან, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია და ვალდებული ვართ სიტუაცია გამოვასწოროთ.
მზადების დასაწყისი ყოველთვის რთულია, საფუძველს ვუყრით ფუნქციურ მზაობას. ამის გარეშე შეუძლებელია. ბევრს ვარჯიშობთ, განსაკუთრებით საღამოს. წინა წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეორე შეკრების შუა პერიოდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - თქვა გრიგალავამ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, ხოლო „არსენალი“ 19 ტურის თავზე 14 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.