ფეხბურთი

16:48 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პატო: "ჩემი ოცნება "მილანში" დაბრუნებაა, იბრაჰიმოვიჩთან საოცარ დუეტს შევქმნიდი"

ბრაზილიელ თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს „მილანში“ დაბრუნება სურს. ამის შესახბ 31 წლის სამხრეთამერიკელმა იტალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა. როგორც მან თქვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან შესანიშნავ დუეტს შექმნიდა.

„მილანთან“ დიდი მოგონებები მაკავშირებს, რადგან საუბარია 150 თამაშზე, 63 გოლზე, სკუდეტოზე და იტალიის სუპერთასზე. „მილანში“ დაბრუნება ჩემს გულშია და ჩემი ოცნებაა.

იბრაჰიმოვიჩთან კონკურენცია? რა პრობლემაა? მაგრამ მე „მილანში“ არ დავრუნდებოდი იისთვის, რომ მისი შემცვლელი ვიყო, ვითამაშებდი, რამდენიმე მატჩიც საკმარისი იქნებოდა მწვრთნელის დასარწმუნებლად. მე და იბრაჰიმოვიჩი შესანიშნავი დუეტი ვიქნებოდით“, - თქვა პატომ.

შეგახსენებთ, რომ ალეშანდრე პატო „მილანში“ 2008-2013 წლებში თამაშობდა და 150 მატჩში 63 გოლის გატანა შეძლო. ბრაზილიელმა შემდეგ „კორინთიანსში“, „ჩელსიში“, „ვილიარეალში“, „ტიანჯინში“ ითამაშა, ბოლოს „სან პაულუს“ წევრი იყო, ხოლო ამჟამად თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122685