ჰაცუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი კვლავ უარყოფით ბალანსზე გავიდა. ქართველი სუმოისტი ოძეკ ასანოიამას დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ტოჩიმ შეჯახებისთანავე მაცდური ილეთის გაკეთება და ტანი გვერდით გასწია, თუმცა, იაპონელმა მეტოქემ თავის დაღწევის საშუალება არ მისცა და დოჰიოდან ადვილად გაიყვანა.
ეს წყვილის მე-7 დაპირისპირება იყუო და ურთიერთშეხვედრებში ტოჩის 2 მოგების წილ 5 მარცხი აქვს.
ლევანს წლის პირველ სუპერტურნირზე 2 მოგება და 3 წაგება აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი ასევე ოძეკი შოდაი იქნება, რომელთანაც მოგება წაგების ბალანსი 7-9-ზე აქვს.