ფეხბურთი

14:18 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ეს შოკია, ტრებლის მოგება გვინდოდა"

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კილთან“ პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა, რაც დიდი სენსაციაა. მატჩის შემდეგ ჰანს-დიტერ ფლიკმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს შოკი იყო.

„რა თქმა უნდა, ეს შოკია. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გვინდოდა, რომ ისევ ტრებლი მოგვეგო. ზოგადად, ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტეს. ვდომინირებდით და უსიამოვნოა, რომ მეტოქეს ბოლო წამებში ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცით.

„კილს“ უნდა მივულოცოთ, მათ უდიდესი მონდომებით ითამაშეს. ჩვენ კი ვეცდებით, რომ სხვა ტურნირებში უკეთესად ვითამაშოთ. დაცვაში უფრო კომპაქტურები უნდა ვიყოთ. „კილმა“ კარგად დაიცვა თავი და მათი მეკარე შესანიშნავი იყო. პენალტების სერიაში კი ეს ყველაფერი ხდება, ამიტომაც, მარკ როკას არ ვადანაშაულებ“, - თქვა ფლიკმა.

შედეგად, „ბაიერნი“ მიმდინარე სეზონში გერმანიის თასის გარეშე დარჩა და ახლა აქცენტის გაკეთება სრულად ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს.

0.11371