ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიური ფინალი გაიმართება. „პალმეირასს“ „სანტოსი“ შეუერთდა, რომელმაც ნახევარფინალში „ბოკა ხუნიორსი“ დაამარცხა. ამ გუნდების პირველი მატჩი ბუენოს აირესში უგოლოდ დასრულდა, ხოლო სან პაულუში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.
„სანტოსი“ მე-16 წუთზე დიეგო პიტუსამ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში სოტელდომ და ლუკას ბრაგამ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალში „პალმეირასმა“ „რივერ პლეიტი“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა. ფინალური მატჩი კი 31 იანვარს გაიმართება.
„სანტოსი“ – „ბოკა ხუნიორსი“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 პიტუსა (16), 2:0 სოტელდო (49), 3:0 ბრაგა (51)