ფეხბურთი

22:58 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" სლიმანი დაიმატა, დემბელე კი "ატლეტიკოში" გაანათხოვრა

"ლიონის" 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი მუსა დემბელე მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით მადრიდის "ატლეტიკოში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, დემბელეს იჯარაში ესპანელებმა 1.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს. მიმდინარე სეზონში მუსამ 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ამავდროულად, ფრანგებმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ისლამ სლიმანი დაიმატეს. ალჟირელი ფეხბურთელი "ლესტერის' ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და ბოლო ორი სეზონი "მონაკოსა" და "ფენერბაჰჩეში" იყო განათხოვრებული.

0.112528