ანტალიის ღია ტურნირის გამარჯვებული ავსტრალიელი ალექს დე მინორი გახდა. 21 წლის ჩოგბურთელი ფინალში ალქესანდრ ბუბლიკს შეხვდა, თუმცა ყაზახმა სპორტსმენმა მესამე გეიმის დაწყებამდე ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა და ავსტრალიელი გამარჯვებულად გამოცხადდა.
დე მინორი ტურნირზე მეოთხე ნომრად იყო განთესილი და მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა. ავსტრალიელმა კარიერაში ATP-ის ეგიდით ჩატარებული მეოთხე ტურნირი მოიგო. ალექსმა 250 ქულა დაიმსახურა, თუმცა რეიტინგში წინ არ წაწეულა და კვლავ 23-ე ადგილზე რჩება. ბუბლიკს კი წარმატებული ტამაში დაუფასდა და ფინალში გასვლით 130 ქულა მოიპოვა და რეიტინგში მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილამდე აღზევდა.
ანტალიის ღია ტურნირის გამარჯვებულმა ალექს დე მინორმა 27,960 ევრო მიიღო, ხოლო ალექსანდრ ბუბლიკმა - 20,000 ევრო.