ძიუდო

18:18 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილის ვერცხლი და ბექაურის ბრინჯაო დოჰას მასტერსზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსზე ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის, ლაშა ბექაურმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც ქართველი ძიუდოისტების მონაგარი ოთხ მედლამდე გაიზარდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი დაამარცხდა და შემდეგ სერბ ნემანია მაიდოვსაც აჯობა. ლაშა რუს მიხალ იგოლნიკოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც საწყისი შეხვედრა მონღოლ ალტანბაგანა განტულიგას მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის თურქ მიჰაელ ზგანკს გაეჯიბრა, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა, ჯერ შვედი მარკუს ნიმანი დაამარცხა, რასაც იაპონელ შოიჩირო მუკაის, გერმანელ ედუარდ ტრიპელსა და თურქ მიჰაილ ზგანკს აჯობა, ხოლო ფინალში ბექა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს დაუპირისპირდა, რომელთანაც ბრძოლაში წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დღესვე, 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ფინალში იჭიდავებს, ხოლო +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოდიოდნენ, რომელებმაც პირველი შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში სამივე მათგანმა მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ზაალიშვილმა კუბელი ენდი გრანდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს ტედი რინერს შეხვდა, რომელსაც ვერ გაუმკლავდა. თუშიშვილი კორეელ მეტოქესთან, ლევან მატიაშვილი კი რუს ტასოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, დოჰას მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110146