„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის თასის მერვედფინალური მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი „ჯენოასთან“ გამართავს, კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, საწყის ეტაპზე ეს ტურნირი არავის აინტერესებს.
„მნიშვნელოვან მატჩს ველოდები, იტალიის თასი იწყება. დასაწყისში ეს ტურნირი არავის აინტერესებს, მომდევნო ეტაპებზე და ფინალში თამაში ყველას მოსწონს. ამიტომ, ფინალში გასასვლელად საჭიროა ხვალინდელი მატჩი მოვიგოთ. „ჯენოა“ ბოლო პერიოდში კარგად თამაშობს და მეტი ენერგია აქვს“, -თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ – „ჯენოას“ მატჩი 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.