ძიუდო

16:26 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მასტერსზე ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა. 81 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა შესანიშნავად იასპარეზა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე ეტაპზე უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, რასაც იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე რუსი ალან ხუბეცოვი გახლდათ და ჩვენებურმა შანსი მასაც არ მისცა, ნახევარფინლაში კი სამხრეთ კორეელ ლი სეუნგოს დამარცხება შეძლო. ფინალში ტატოს მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი იქნება.

ამავე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გამოდიოდა, თუმცა სამწუხარდ მან პირველივე შეხვედრაში მონღოლ საეიდ მოლაეისთან წააგო, შემდეგ ეტაპზე ისიც დამარცხდა და ლუკამ რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილისთვისაც წარუმატებელი გამოდგა დოჰას მასტერსი. 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი პირველივე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელ ტოჰალ ბუტბულთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვა. დღეს კი, ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

0.129898