ლეგენდარული იაპონელი ფეხბურთელი კაზუ მიურა კარიერის დასრულებას არ აპირებს და „იოკოჰამასთან“ კონტრაქტის 2021 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
მიურა თებერვალში 54(!) წლის ხდება, უკვე არის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პროფესიონალი ფეხბურთელი, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს და ისევ მწვანე მინდორზე ვიხილავთ.
მიურას ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთგან უთამაშია, მათ შორის „სანტოსში“, „პალმეირასში“, „კურიტიბაში“, „კავაზაკიში“, „ჯენოაში“, „დინამო ზაგბრებში“, „ვისელ კობესა“ და „სიდნეიში“, ხოლო „იოკოჰამაში“ 2005 წლიდა ირჯება. იაპონიის ეროვნულ ნაკრებში მან 1990-2000 წლებში 89 მატჩში 55 გოლი გაიტანა.