ძიუდო

18:02 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი სტარტი დოჰას მასტერსზე

ყატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო ძიუდოს მასტერსმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველი გავიდა და ფინალურ ბლოკში მხოლოდ ერთი გადავიდა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მიხაილ პულიაევი, ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუხ შმაილოვთან დამარცხდა. ვაჟა დამაშვიდებელ ტურნირში გადაერთო, სადაც ყაზახი იერლა სერიკჟანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, მისი მეტოქე კი მოლდოველი დენის ვიერუ იქნება.

აგრეთვე 66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა უკრაინელი ბოგდან იადოვი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ რუს არამ გრიგორიანთან თავად წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

60 გილოგრამში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრეში სამხრეთ კორეელ ჯინ კიმ ვონთან ვერაფერს გახდა და მასტერსს გამოეთიშა, ხოლო ამავე წონაში თემურ ნოზაძემ ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს აჯობა და შემდეგ ტაივანელ ვეინ იან იუნთან იწვნია მარცხი.

დოჰას მასტერზე ქართველი ქალი ძიუდოისტებიც გამოვიდნენ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და ეთერ ლიპარტელიანი საწყის სტადიაზევე დამარცხდნენ და უმედლოდ დარჩნენ. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

0.103321