UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 6 თებერვალს იჩხუბებს და მისი მეტოქე კოდი სტამანი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ვებგვერდმა BJ Penn-მა გაავრცელა.
დვალიშვილისა და სტამანის ბრძოლა ჯერ კიდევ 5 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ მაშინ დაპირისპირება არ შედგა. ახლა კი, როგორც ჩანს, UFC-მ მათი ბრძოლის ორგანიზება ისევ გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, დვალიშვილმა UFC-ში ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და ჯონ დოდსონი დაამარცხა. ქართველს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული და მისი ბალანსი დადებითია - 5 მოგება, 2 წაგება.