ფეხბურთი

18:30 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილი: "ბენდიერი ვარ ამ შესანიშნავ გუნდში დებიუტით"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა „აპოლონში“ დებიუტის თაობაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბედნიერია.

„ბედნიერი ვარ ამ შესანიშნავ გუნდში დებიუტით. პატივია „აპოლონის“ მაისურის ტარება. მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დავბრუნდით“, - დაწერა პაპუნაშვილმა სოციალურ ქსელში.

„აპოლონი“ ჩინებულ სეზონს ატარებს და სატურნირო ცხრილს 39 ქულით ლიდერობს. პაპუნაშვილი აქამდე „დინამო თბილისში“, ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდში, „რასინგსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა.

0.114915