ლეგენდარული ესპანელი მეკარის, იკერ კასილიასის აზრით, ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანი“ უნდა დატოვოს და ევროპულ დონეზე უფრო მეტი მნიშვნელობის გუნდში უნდა გადავიდეს.
„ჩემი აზრით, დონარუმა უფრო დიდი ტრადიციების გუნდში უნდა გადავიდეს. ჩემი შეცდომაა - „მილანს“ აქვს ტრადიცია, ვგულისხმობ, ევროპაში უფრო დიდი მნიშვნელობის გუნდს“, - დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე ესპანელმა.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ მანამდე არ გაახანგრძლივებს, თავისუფალი აგენტი გახდება. იტალიელი კარის დარაჯი „როსონერის“ რიგებში 2015 წლიდან თამაშობს და 226 მატჩში მიიღო მონაწილეობა.