გორის „დილამ“ 23 წლის ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური დაიმატა. ახლგაზრდა ფეხბურთელი რამდენიმე თვეა, რაც გორელთა რიგებში ვარჯიშობს და გუნდთან კონტრაქტი გააფორმა.
ღუდუშაურმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ახალი სეზონიდან „დილას“ მაისურით ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ პაატა ღუდუშაურს აქამდე თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ რიგებში უთამაშია.