ფეხბურთი

17:16 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გენტში" არ იციან რა სჭირს ჩაკვეტაძეს: "ოპერაცია საჭირო არაა, მაგრამ უცნაური ტრავმაა"
გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების დრო ისევ უცნობია

გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების დრო ისევ უცნობია. „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა ქართველი ნახევარმცველის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, მაგრამ საიმედო არაფერი უთქვამს. ბელგიელი სპეციალისტის განცხადებით, უცნაური ტრავმაა, თუმცა ოპერაცია საჭირო არ არის:

„ის დაბრუნდა ნაკლები ტკივილით, მაგრამ არა დისკომფორტის გარეშე. კიდევ ერთხელ დავაკვირდით და ვცდილობდით რაღაც გაგკვეთებინა. რამდენიმე დღიანი დასვენება მიიღო და მალე ისევ დაიწყებს ვარჯიშს იმ იმედით, რომ დისკომფორტი ნაკლები იქნება. თუ ამას მოახერხებს, ვფიქრობ, რომ ფორმის აღასადგენად მუშაობას დაიწყებს.

მედიკოსებმა ყველანაირი მეთოდი გამოიყენეს გამოსავლის მოსაძებნად. ეს რაღაც უცნაური ტრავმაა, მაგრამ არა სერიოზული. მუდმივად ტკივილს გრძნობს, ახლა ვცდილობთ ეს თავიდან ავიცილოთ. ანატომიურად სათამაშოდ მზადაა, მაგრამ დისკომფორტს მაინც განიციდს. თუმცა, ოპერაცია საჭირო არ არის, ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად გავაკეთებდით, რადგან მცდელობა იყო, მაგრამ საქმე რაღაც უცნაურ ტრავმასთან გვაქვს“, - თქვა ვანჰაეზებრუკმა.

შეგახსენებთ, გიორგი ცაკვეტაძემ ტრავმა სექტემბერში ვენის „რაპიდთან“ მატჩში მიიღო. თავდაპირველად დაზიანება ასეთი მძიმე არ ჩანდა, მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდა კიდეც და ბელგიის ჩემპიონატში ერთი მატჩი შეცვლაზე ითამაშა, მაგრამ დაბრუნება ნაჩქარევი გამოდგა და ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა. მოგვიანებით ქართველმა ნახევარმცველმა დეკემბერში სპარინგმატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლიც გაიტანა, თუმცა ისევ ლაზარეთში მოუწია დაბრუნება.

ახლა კი, როგორც ხედავთ, „გენტშიც“ არ იციან როდის დაუბრუნდება მინდორს 21 წლის ქართველი შემტევი. „გენტი“ 2021 წლის პირველ მატჩს 10 იანვარს, სტუმრად „ბეერსხოტთან“ გამართავს.

0.128181