ფეხბურთი

12:44 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილას" დებიუტანტმა ფეხბურთელმა ფაბინიოს მაისური გაუცვალა და შემდეგ უკან გამოართვა (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასზე „ლივერპულმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.“ვილა პარკელებმა“ ამ შეხვედრაში აკადემიის გუნდით ითამაშეს, რადგან პირველი გუნდი კარანტინშია.

„ასტონ ვილა“ მე-60 წუთამდე არ აგებდა მრისხანე მეტოქესთან, გოლი ლუი ბარიმ გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. სწორედ მას უკავშირდება მატჩის შემდეგ კურიოზული მომენტი.

ბარიმ საფინალო სასტვენის შემდეგ ფაბინიოს მაისურის გაცვლა სთხოვა და გაუცვალა კიდეც, თუმცა შემდეგ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ მაისური არ უნდა გაეცვალა, არამედ შეენახა, რადგან დებიუტი ჰქონდა. ბარიმ რჩევა გაითვალისწინა და ბრაზილიელ ფეხბურთელს გაცვლილი მაისური უკან გამოართვა...

0.113552