„დინამო თბილისის“ ყოფილი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე კარიერას „მეზოკოვეშდში“ გააგრძელებს. ამის შესახებ უნგრული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ქავთარაძე ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
28 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორი სეზონი „დინამო თბილისში“ გაატარა და გასულ სეზონში 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მანამდე ნოდარი ქუთაისის „ტორპედოს“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“ და რუსული კლუბების, „დრუჟბას“, „ვოლგას“, „ტიუმენის“ და „ლოკომოტივი 2“-ის ღირსებას იცავდა.
„მეზოკოვეშდში“ ქავთარაძის გარდა ლუკა ლაკვეხელიანიც თამაშობს, გასულ სეზონში კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე იყო.