ფრანგული „ნანტის“ ახალ მწვრთნელ რაიმონ დომენეკს კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ჰკითხეს. გამოცდილ ფრანგ სპეციალისტს კი მოულოდნელი პასუხი ჰქონდა - მარადონას შევიძენდიო...
„სიამოვნებით შევიძენდი მარადონას, მაგრამ ის მკვდარია. სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ჭრილობაა“, - განაცხადა დომენეკმა.
შეგახსენებთ, რაიმონ დომენეკი სამწვრთნელი ასპარეზზე 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, საკლუბო დონეზე კი ბოლოს სულაც 1993 წლის შემდეგ პორველად დასაქმდა.