ფეხბურთი

20:28 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისს" გიორგი ქვილითაიამ მოაგებინა (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „ეთნიკოსს“ უმასპინძლა, ორმატჩიანი წაგებების სერია დაასრულა და 2021 წელს პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თემურ ქეცბაიას გუნდს გაუჭირდა, მაგრამ გიორგი ქვილითაიას გოლით მოიგო. მე-18 წუთზე ქართველმა ფორვარდმა პენალტი ჯერ მოიპოვა, მერე გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს გამარჯვების გოლი იყო. გიორგიმ მიმიდნარე სეზონში მე-9 გოლი მიითვალა და ბომბარდირთა დავას 9 გოლით „აპოლონის“ ფორვარდ ნიკოლას დიგუნთან ერთად ლიდერობს.

ქვილითაიას საგოლე შანსები კიდევ ჰქონდა, პირველ ტაიმში სამი ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. ის მოედანზე მე-80 წუთამდე იმყოფებოდა. შეუცვლელად ითამაშეს, მურთაზ დაუშვილმა და გიორგი ლორიამ. სხვათა შორის, ქართველი კიპერიც 25-ე წუთზე ფანტასტიკური სეივით გამოირჩა, ხოლო 34-ე წუთზე მის კარში კონემ პენალტი ვერ გაიტანა და ფამაგუსტელები ძელმა გადაარჩინა.

„ანორთოსისმა“ 33 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, ლიდერ „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. ქეცბაიას გუნდი მომდევნო ტურში 11 იანვარს, ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.

0.119195