ფეხბურთი

0:05 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "მესი? სანტა-კლაუსი ჩემთან უკვე გულუხვი იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინომ პირველი პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა „სენტ ეტიენთან“ სადებიუტო მატჩის წინ ისაუბრა და სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

„პარიზში დაბრუნებით ოცნება ახდა. აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. მას შემდეგ, რაც პსჟ დავტოვე, კლუბი ძალიან შეიცვალა, მაგრამ მე იგივე ვნება მაქვს. ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვიცი რას ნიშნავს „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელობა.

მესი? თოვლის ბაბუა ჩემთან უკვე გამოირჩა გულუხვობით, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი პრეზიდენტ ნასერსა და ლეონარდოს ნდობისთვის. დიდ კლუბებზე ბევრი ჭორია და პსჟ-ს შემთხვევასიც ასეა. პარიზში ახლახან ჩამოვედი და პირველ რიგში უნდა ვიფიქრო, როგორ მოვერგო გუნდს.

მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია, მას შეუძლია ფლანგზეც ითამაშოს და ცენტრშიც. მთავარია ვიმუშაოთ იმაზე, რომ მან თავისი ნიჭი და პოტენციალი მოედანზე მაქსიმალურად წარმოაჩინოს. იგივე ეხება ნეიმარსაც, როდესაც ტრავმას მოირჩენს, ვისაუბრებთ რა პოზიციაზე უნდა ითამაშოს. ბევრი ლიდერის ყოფნა პრობლემა არ არის. პირიქით, რაც მეტი ლიდერია მოედანზე და გასახდელში, ეს მით უფრო კარგია კლუბისთვის“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, მაურისიო პოჩეტინომ „პარი სენ ჟერმენი“ 3 დღის წინ ჩაიბარა და გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

0.110537