ფეხბურთი

16:51 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას ტრავმა გაურთულდა და "ანორთოსისში" დაბრუნება მოუწევს

პოზნანის „ლეხის“ ქართველი ფორვარდის, ნიკა კაჭარავასთვის მიმდინარე სეზონის დასრულდა. როგორც კვიპროსული გამოცემები წერენ, 26 წლის ფეხბურთელმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მოედანზე ამ სეზონში ვერ გავა.

შედეგად, „ლეხი“ ნიკას არ გამოისყიდის და ჩვენებურიც ზაფხულში ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდება, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის.

კაჭარავამ ტრავმა დეკემბრის დასაწყისში ლისაბონის „ბენფიკასთან“ დაპირისპირებისას მიიღო. მას ფეხებში ნიკოლას ოტამენდი გამეტებით ჩაუხტა და არგენტინელმა სერიოზული დაზიანება მიაყენა. თუმცა თავიდან იყო პროგნოზი, რომ 2 თვე იუქმებდა, მაგრამ ახლა ვითარება გაუარესდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნიკა კაჭარავამ პოზნანის „ლეხში“ 14 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124477