ფეხბურთი

1:32 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "არ ვიცი რა ვთქვა, არ მჯერა, რომ ეს თამაში წავაგეთ"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „აპოლონთან“ (2:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისმა გუნდმა საუკეთესო თამაში ჩაატარა.

ქართველი სპეციალისტი მხოლოდ მცველების მოქმედებით დარჩა უკმაყოფილო და აღნიშნა, რომ ამ ხაზში ცვლილელები იქნება. ცნობისთვის, „ანორთოსისის“ რიგებში გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამ შეძლო, რომელმაც ანგარიში გახსნა, მაგრამ მისმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და 2:3 დამარცხდა.

„არ ვიცი რა ვთქვა... წელიწადნახევარი, რაც აქ ვარ, საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. ორი გოლი გავიტანეთ, საგოლე მომემტები გვქონდა, მაგრამ პრობლემა გვაქვს, როდესაც ჩვენს საჯარიმოში შემოდიან, გოლებს გვიტანენ. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს თამაში წავაგეთ. მაგრამ ასეა, როდესაც არ გაიტან, შენ კი ასეთ შეცდომებს დაუშვებ დაცვაში, ყველას შეუძლია გოლი გაგიტანოს. ამიტომ, ზოგი მცველი წავა და სხვები მოვლენ, რომლებიც საქმეს უკეთ გააკეთებენ“, - განაცხადა ქეცბაიამ.

აქვე გეტყვით, რომ „ანორთოსისმა“ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და 30 ქულით მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა. გიორგი ქვილითაია 8 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე საფეხურზეა და მხოლოდ „აპოლონის“ ფრანგ ფორვარდ ნიკოლას დიგუნს ჩამორჩება 1 გოლით.

0.116942