„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის მომავალზე და პრემიერლიგის შესახებ ისაუბრა. ესპანელის განცხადებით, ინგლისის ჩემპიონატი ძალზე არაპროგნოზირებადია.
„ადრე ვფიქრობდი, რომ პენსიაზე მალე გავიდოდი, 50 წლის ასაკში. ახლა ვფიქრობ, რომ უფრო გვიან დავასრულებ კარიერას. გამოცდილება გეხმარება, განსაკუთრებით ჩემი პროფესიის შემთხვევაში.
პრემიერლიგაში ჩემს ჩამოსვლამდე მეუბნებოდნენ, რომ ყველას შეეძლო ყველასთან წაგება, მაგრამ ეს აქამდე არ მინახავს. ახლა პირველად, პრემიერლიგაში ვხედავ, რომ გუნდს შეუძლია წააგოს ან მოიგოს 7 თამაში და შემდეგ ფრე ითამაშონ და შემდე ისევ წააგო. შედეგები არაპროგნოზირებადია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, დღეს „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება, პრემეირლიგაში კი 26 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ლიდერთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და მხოლოდ 7 ქულა აშორებს.