ფეხბურთი

0:52 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას რჩეული 50 ტალანტი: გიორგი მამარდაშვილი რჩეულებშია

თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უეფამ 50 ნიჭიერ ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებმაც 2021 წელს შესაძლოა კარიერაში გარდამტეხი ნაბიჯი გადადგან.

უეფას კორესპონდენტებმა, ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა მთელი კონტინენტიდან შეარჩიეს 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებმაც შეიძლება 2021 წელს გაიბრწყინონ. ჩამონათვალში არაერთი ნიჭიერი და უკვე ცნობილი მოთამაშე მოხვდა - ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), რიკარდო კალაფიორი (რომა), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ჰანს პეტერ ჰაუგე (მილანი), ტაკეფუსა კუბო (ვილიარეალი), მარაშ კუმბულა (რომა), პედრი (ბარსელონა) და ა.შ.

50-კაციან სიაში ერთი ქართველიცაა - მამარდაშვილი, რომლის შესახებ უეფას ვებგვერდი წერს: „საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პირველი მეკარე საკმაოდ დიდ რეპუტაციას იხვეჭს, მან უკვე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე“.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მეკარე „დინამო თბილისის“ საკუთრებაშია და გასული სეზონი „ლოკომოტივში“ შესანიშნავად ჩაატარა და ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

0.116493