თამაშგარე

1:06 | 31.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ძანიოლო მამა გახდება: მისგან შვილს ყოფილი შეყვარებული ელოდება

„რომასა“ და იტალიის ნაკრების იმედისმომცემი ფეხბურთელის, ნიკოლო ძანიოლოს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე არ სუფევს. იტალიელი შემტევი შვილის მოლოდინშია, მაგრამ ყოფილი შეყვარებულისგან, რომელსაც უკვე დაშორდა.

საინტერესო ის არის, რომ ძანიოლოს უკვე ახალი შეყვარებული ჰყავს, 32 წლის რუმინელი მოდელი მადალინა გენეა. მისგან შვილს კი სარა სკაპეროტა ელოდება. ინფორმაცია თვითონ ძანიოლომაც დაადასტურა.

„პირველ რიგში არ მსურდა ურთიერთობა, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაბინძურებულიყო, განსაკუთრებით ჩემი ცხოვრების და კარიერის დელიკატურ მომენტში. მაგრამ სარასთან ურთერთობა დიდი ხანია დასრულებულია. ერთად ცხოვრების პერიოდში მივხვდით, რომ ერთმანეთი აღარ გვიზიდავდა, შევამჩნიე, რომ იყო რამდენიმე პატარა დეტალი, რომელიც არც ისე კარგად მიდიოდა და არ იყო თავსებადი ჩემს პროფესიულ ცხოვრებასთან. ჩვენ ოდესღაც ვოცნებობდით ოჯახის შექმნაზე, ამას არ უარვყოფ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და როდესაც მან ორსულობის შესახებ მითხრა, გულწრფელად გითხრათ, ვუთხარი, რომ მზად არ ვიყავი ასეთი პასუხისმგებლობისთვის და ვალდებულებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აღარ გვქონდა ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მე აღარ ვარ მისი პარტნიორი, ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას, როგორც მამა. ამით იმედი მაქვს, რომ დასრულდება ჭორები ჩემს პირად ცხოვრებაზე და ჩემს შესახებ მხოლოდ ფეხბურთზე საუბარს დავუბრუნდებით“, - განაცხადა ნიკოლომ, რომელიც ახლა ტრავმას მკურნალობს და ფეხბურთს გაზაფხულამდე ვერ დაუბრუნდება.

0.115531